ნიკოლ ფაშიანიანი მოქალაქეებს საყოველთაო დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს

სომხეთის ოპოზიციის ლიდერი მოქალაქეებს საყოველთაო დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს.

დღეიდან საპროტესტო აქციების ეპიცენტრი რეგიონებიდან ისევ ერევანში გადაინაცვლებს.

ნიკოლ ფაშიანიანი ამბობს, რომ დილიდან სომხეთის დედაქალაქში გზები გადაიკეტება, ხოლო საღამოს საპროტესტო აქცია რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება.