ნიკო ქაჯაია სამშობლოში დაბრუნდა

2021 წლის საბავშვო ევროვიზიის ქართველი შემსრულებელი სამშობლოში დაბრუნდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მას მეგობრები და გულშემატკივრები დახვდნენ. საბავშვო ევროვიზიის წლევანდელ კონკურსს საფრანგეთმა უმასპინძლა. ქართველმა კონკურსანტმა 163 ქულით, მეოთხე ადგილი დაიკავა. შოუ პირდაპირი ეთერით, საქართველოს პირველი არხის ეთერში გადაიცა.

ევროვიზია