ნიკო ქაჯაიას შთამბეჭდავი გამოსვლა საბავშვო ევროვიზიაზე [ვიდეო]

საბავშვო ევროვიზია 2021-ის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელი ნიკო ქაჯაია მე-2 ნომრად გამოვიდა.

პროექტ „რანინას“ გამარჯვებულმა ნიკო ქაჯაიამ საქართველოს სახელით საბავშვო ევროვიზიაზე გიგა კუხიანიძის სიმღერა „დავაგროვოთ ღიმილები“ (lets Count The Smiles) შეასრულა.

პარიზში, რიგით მე-19 საბავშვო ევროვიზიაში 19 ქვეყანა იღებს მონაწილეობას.

საბავშვო ევროვიზიის კონკურსზე ონლაინ ხმის მიცემა 17 დეკემბერს 23:00 საათიდან არის შესაძლებელი ვებგვერდზე vote.junioreurovision.tv ხმის მიცემა შესაძლებელია ონლაინ – მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. პირდაპირი ეთერის მსვლელობის დროს, ხმის მიცემა შესაძლებელია მხოლოდ 15 წუთით, მას შემდეგ, რაც ყველა საკონკურსო სიმღერა შესრულდება.

საქართველოს წარმომადგენელთან ერთად, შეგიძლია, ხმა მისცე კიდევ ორ კონკურსანტს. შენი ხმა განსაზღვრავს საბოლოო შედეგის ნახევარს, მეორე ნახევარს კი ჟიური გადაწყვეტს. გაიმარჯვებს ის სიმღერა, რომელიც ყველაზე მაღალ ქულას მიიღებს.

ტრადიციულად, საბავშვო ევროვიზიის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ახორციელებს.