ლიტერატურის მუზეუმი ქართველი პუბლიცისტის, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის ნიკო ნიკოლაძის დაბადებიდან 175 და გარდაცვალებიდან 90 წლისთავისადმი მიძღვნილ გამოფენას მასპინძლობს. მუზეუმში მისულ სტუმარს საშუალება ექნება, დაათვალიეროს ნიკო ნიკოლაძის პირადი წერილები, ხელნაწერები, ნივთები და ფოტოები.
ლიტერატურის მუზეუმში წარმოდგენილი იქნება საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული ფოტოები, ხელნაწერები, გამოცემები და მემორიალური ნივთები. გამოფენა 2019 წლის 26 იანვრამდე გაგრძელდება.
თათია ბუხრაშვილის სიუჟეტი.