სოტბის აუქციონზე ნიკო ფიროსმანის კიდევ ერთი ნახატი, „ქართველი ქალი ლეჩაქით“ გამოჩნდა. ნამუშევარი რუსულ სექციაშია წარმოდგენილი, თუმცა, მითითებულია, რომ ნიკო ფიროსმანი ქართველი მხატვარია.
ნახატის ფასი 500 – 700 000 ფუნტი სტერლინგია. ხელოვნებათმცოდნეები ფიქრობენ, რომ ნამუშევრის ფიქსირებული ფასი დაბალია. სოტბის აუქციონის წარმომადგენლების განმარტებით, ფიროსმანის ნახატი რუსული მხატვრობის სექციაში იმიტომ მოხვდა, რომ სოტბის ცალკე ქართული სექცია არ აქვს.