ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში, საერთაშორისო კონკურსის – „ნიკო ფიროსმანი და მისი შემოქმედება“– გამარჯვებულ მხატვარ-კარიკატურისტთა დაჯილდოება გაიმართა. გამოფენაზე კატალოგის პრეზენტაციაც შედგა. საერთაშორისო კონკურსში 32 ქვეყნის 132 ნამუშევარი მონაწილეობდა. გამარჯვებულ ხელოვანებს ფულადი ჯილდოები გადაეცათ. პროექტის მხარდამჭერი საქართველოს კულტურის სამინისტროა, მისი მიზანი კი, დიდი მხატვრის შემოქმედების თანამედროვე ჭრილში გაზიარებაა.