კანონის წინაშე რომ ყველა თანასწორია, აცხადებენ მმართველ გუნდში. „ქართული ოცნების“ დეპუტატების თქმით, ეს გზა ნიკა მელიამ თავად აირჩია. სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერებას, 88 ხმით, ორის წინააღმდეგ, მმართველმა გუნდმა მხარი გუშინ დაუჭირა. სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლების თქმით, გადაწყვეტილება დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერებასთან დაკავშირებით, კანონის აღსრულებას ემსახურება.