ნიკა მელიას განცხადება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ სამართალდამცავი სტრუქტურებიდან ხდება კადრების გადინება. მისივე თქმით, სამართალდამცავ სტრუქტურებში მომუშავე ადამიანებისგან ითხოვენ უკანონო ბრძანებების შესრულებას და როგორც მელია აცხადებს, უწყებაში დასაქმებულები ამჯობინებენ ქვეყნიდან ან სხვა სამსახურებში წასვლას.