მსოფლიო მედიის ყურადღება იტალიისკენაა მიპყრობილი.
გენუაში ხიდის ჩამონგრევის შედეგად ბოლო მონაცემებით 22 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ერთი ბავშვია. დაშავებულია ათობით ადამიანი. თქვენ ახალა პირდაპირი ეთერის რეჟიმში ხედავთ თუ რა ვითარებაა შემთხვევვის ადგილზე.
ხიდის 200 მეტრიანი მონაკვეთი მოულოდნელად ჩაინგრა და ბეტონის მასა მის ქვემოთ მდებარე საცხოვრებელ კორპუსებს დაეცა. მომხდარის დროს ხიდზე ავტომობილები გადაადგილდებოდნენ. ნანგრევებში მოყოლილთა გადასარჩენად სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. „მოამბე“ დაუკავშირდა იტალიაში საქართველოს საელჩოს. მათი ინფორმაციით არც ერთ ქართველს ამ დრომდე არ მიუმართავს. საელჩო მუდმივ კავშირზეა საგანგებო სიტუაციების სამსახურთან.
საქართველოს მოქალაქეებისთვის მოქმედებს ცხელი ხაზი – +39 333 88 79 123.
1960 წელს აგებულ ხიდს რეკონსტრუქცია 2016 წელს ჩაუტარდა. თუმცა, ადგილობრივების განცხადებით, ხიდზე სარემონტო სამუშაოები ხშირად მიმდინარეობდა. წინასწარი ინფორმაციით, მომხდარის მიზეზად სწორედ საინჟინრო კონსტრუქციის არამდგრადობა სახელდება.