საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი იტალიაში

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილების დროს საქართველომ მხარდაჭერა ამჯერად იტალიას სთხოვა.

საპარლამენტო დელეგაცია რომში იმყოფება. პარლამენტის თავმჯდომარე ამჯერად იტალიის პარლამენტის სენატის ვიცე-პრეზიდენტმა მიიღო, შეხვედრები გაიმართა აღმასრულებელ ხელისუფლებასთან. დღის წესრიგის მთავარი თემა ევროკომისიის 12 პუნქტის შესასრულებლად ივნისიდან დღემდე ჩატარებული სამუშაოების გაცნობა იყო. ქართულმა დელეგაციამ შეხვედრები ოპტიმისტური განწყობით დატოვა. იტალიაში ვიზიტი საინტერესო და მნიშვნელოვანია ქართველი მკვლევარებისა და მეცნიერებისთვისაც, რომლებსაც ვატიკანის ბიბლიოთეკის უძველეს საცავებთან წვდომის შესაძლებლობა მიეცემათ.