სტიქია ევროპაში

ანომალიური სიცხე იტალიაში.

სიცილია სტიქიის ზონაა. კუნძულზე მაღალი ტემპერატურით გამოწვეული სატყეო ხანძრები მძვინვარებს. განსაკუთრებით რთული ვითარებაა ქალაქ პალერმოში, სადაც ცეცხლის ათეულობით კერა გაჩნდა. ფიქსირდება ტემპერატურის რეკორდული მაჩვენებელი. პალერმოს გარდა დაიკეტა სარდინიის აეროპორტიც. უამინდობას ებრძვიან მილანშიც, სადაც ძლიერი ქარიშხლის გამო ინფრასტრუქტურის ნაწილი დაზიანდა. არის მსხვერპლი. იტალიასთან ერთად სტიქიას ებრძვიან თურქეთსა და საბერძნეთშიც. საბერძნეთში სატყეო ხანძრების ლიკვიდაციის დროს სამაშველო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რასაც ორი პილოტი ემსხვერპლა.