ნენსკრაზე წყლის დონის და ატმოსფერული ნალექების მზომი მოწყობილობები დამონტაჟდა
სოფელ ჭუბერში, მდინარე ნენსკრაზე წყლის დონის და ატმოსფერული ნალექების მზომი ავტომატური მოწყობილობები დამონტაჟდა.
აღნიშნული მოწყობილობების საშუალებით გარემოს ეროვნულ სააგენტოს 24 საათის განმავლობაში გადაეცემა მონაცემები მდინარე ნენსკრაზე წყლის დონეების მატების და მიმდებარე ტერიტორიაზე მოსული ატმოსფერული ნალექების რაოდენობის შესახებ.
უხვი ატმოსფერული ნალექების და მდინარეში წყლის დონის ექსტრემალურად მაღალი მატების შემთხვევაში მომზადდება გაფრთხილებები სტიქიური მოვლენის შესაძლებლობის შესახებ, მიღებული ინფორმაცია კი სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებს ეცნობება.
მოწყობილობების სამუშაო პროცესს გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელთან ერთად გაეცნო.