ჭუბერში სტიქიის გამომწვევი მიზეზები

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო ჭუბერში განვითარებული სტიქიური პროცესების შესახებ საბოლოო ანგარიშს ავრცელებს. უწყებაში აცხადებენ, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ ჭუბერის თემში, მდ. ნენსკრას აუზში, სტიქიური პროცესების გამომწვევი მიზეზების დადგენის მიზნით, მომზადდა ანგარიში, შესაბამისი დასკვნებითა და რეკომენდაციებით.

დადგინდა, რომ ხეობაში უხვი ატმოსფერული ნალექები მოვიდა, ასევე, მაღალი ატმოსფერული ტემპერატურის ფონზე ნარჩენი თოვლისა და მყინვართა დნობის აქტიურ პროცესს ჰქონდა ადგილი, რამაც სტიქია გამოიწვია.

 

დატოვე კომენტარი