სტიქიის შედეგები ჭუბერში

ჭუბერში სტიქიის შედეგებთან ბრძოლა კვლავ აქტიურ რეჟიმში გრძელდება, თითქმის 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს თავდაცვის სამინისტროს პანელური ხიდის აწყობა, პროცესის დასრულებას საგანგებო შტაბის სპიკერი სოზარ სუბარი ხვალისთვის ვარაუდობს. გასაშლელი ხიდის საშუალებით, მძიმე ტექნიკა მარცხენა ნაპირზე გადასვლას შეძლებს, სადაც ამ დრომდე ვერ ხერხდება სტიქიის შემდგომი სამუშაოების ჩატარება. ამ დრომდე რაიონულ ცენტრსაა  მოწყვეტილი სოფელი ტიტა, სადაც პროდუქტი ცხენების საშუალებით გადააქვთ, მიმდინარეობს სტიქიის შედეგად დაზიანებული გზებისა და ხიდების გამაგრება, ასევე გრძელდება შემოვლითი, ალტერნატიული გზების მშენებლობა. რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება. პრობლემის აღმოფხვრას დაახლოებით ერთი კვირა დასჭირდება.