რუსეთის სამხედრო ძალების არაპროვოცირებული და წინასწარგანზრახული თავდასხმა ეს არის სასტიკი თავდასხმა და საფრთხეს უქმნის მილიონობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლესა და საარსებო წყაროს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს სახიფათო მომენტია ევროპისთვის და ყველა თავისუფლებისმოყვარე ადამიანისთვის. ნედ პრაისის თქმით, მოსკოვის შემდგომი შეჭრა უკრაინაში კრემლის დესტრუქციული ქცევის ნიმუშია და კრემლი 2008 წელს საქართველოშიც შეიჭრა და აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპირებას.