ბრალდების მხარის 6 მოწმე დაიკითხა გორში ცხრა წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძის სასამართლო პროცესზე.
როგორც სხდომის დასრულების შემდეგ პროკურორმა განაცხადა, სხდომაზე მოკლულის მეზობლებმა სხვადასხვა გარემოებაზე ილაპარაკეს. წინა პროცესისგან განსხვავებით, დღევანდელ სხდომას ესწრებოდა ბრალდებული იაგო ნებიერიძეც, რომელიც ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს. ბრალდებულების ადვოკატმა მედისთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, საქმის განხილვა დახურულ რეჟიმში წარიმართება.
ცხრა წლის გოგონა, რომელსაც ოჯახი 25 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრიდან ეძებდა, იმავე საღამოს მდინარე ლიახვის ნაპირზე მოკლული იპოვეს. მკვლელობის ბრალდებით, 34 წლის იაგო ნებიერიძე 26 ოქტომბერს დააკავეს.
შემდეგი პროცესი საქმეზე 21 მარტს 12 საათზე გაიმართება.