NDI-ის კვლევის შედეგები

მოსახლეობის 38 პროცენტის აზრით, ქვეყანა არასწორი, 29 პროცენტის აზრით კი, სწორი მიმართულებით ვითარდება,- ამის შესახებ საუბარია „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა“ და „CRRC საქართველოს“ მიერ დღეს გამოქვეყნებულ კვლევაში.

მოქალაქეების შეფასებით, სასამართლო სისტემის, კორუფციის, კრიმინალის, სამუშაო ადგილების, სიღარიბის, ტერიტორიული მთლიანობისა და ფასების ზრდის კუთხით სიტუაცია არასწორი მიმართულებით ვითარდება, თუმცა გარკვეული გაუმჯობესება შეიმჩნევა სიტყვის თავისუფლებასთან, ხელმისაწვდომ სამედიცინო მომსახურებასთან, ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებასთან, მედიის დამოუკიდებლობასთან და განათლებასთან მიმართებაში.