NDI-ი გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს - პოლიტიკოსების შეფასებები

“ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 41% მიიჩნევს, რომ ქვეყნისთვის უკეთესი იქნება, თუ მმართველი პარტიის გარდა, ვინმე სხვა მოიგებს საპრეზიდენტო არჩევნებს. რესპონდენტთა 35% კი ფიქრობს, რომ  ქვეყნისთვის უკეთესი იქნება, თუ მმართველი პარტიის ხელში იქნება პარლამენტი, მთავრობა და პრეზიდენტის ინსტიტუტი. არც ერთ ამ მოსაზრებას არ ეთანხმება გამოკითხულთა 7%, კითხვაზე პასუხი არ იცის 17%-მა. 

ენ დი აი და სი არ არ სი  საქართველომ 2018 წლის ივნისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები დღეს გამოაქვეყნეს. კვლევაში ასახულია ქვეყნის განვითარების კურსთან, რეფორმებთან, მიმდინარე მოვლენებთან, გარემოს დაცვასთან, საპრეზიდენტო არჩევნებთან და პარტიების მხარდაჭერასთან დაკავშირებული საკითხები. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 ივნისი-8 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,409 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

კვლევის ცდომილება 1,9 პროცენტია. კვლევის შედეგებსა და შეფასებებს შორენა ხვიჩია გაგვაცნობს.