„ენდიაის“ კვლევა - პოლიტიკური შეფასებები

თუ „ენდიაის“ კვლევას დავეყრდნობით, ქვეყნის მთავარი გამოწვევა უმუშევრობაა.

ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი 13-დან 29 ივლისამდე ჩატარებული გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს. გაზრდილია იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ფიქრობენ, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. მაჩვენებელი ამჯერად 49 %-ს შეადგენს. რესპონდენტთა 63 % კი საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას უარყოფითად აფასებს. მწვავეა კვლევის ის ნაწილიც, რომელიც წამლების ფასს ეხება.

საზოგადოების განწყობის ამსახველ კვლევაში მოხვდა წელს ამოქმედებული საბანკო რეგულაციებიც, რომელიც გამოკითხულთა უმრავლესობისთვის მისაღებია.

როგორც ყოველთვის, პოლიტიკურ სპექტრში  არაერთგვაროვანია შეფასებები.