ნაწლავური ინფექციის გახშირებული და გართულებული შემთხვევები ბავშვებში. ჰუსის სახელით ცნობილ ვირუსულ ინფექციას მძიმე მიმდინარეობა ახასიათებს – პედიატრიულ კლინიკებში მიმართვიანობა გაზრდილია. თირკმლის ფუნქციის მოშლის გამო, საავადმყოფოებში გადაყვანილი პაციენტების უმეტესობას დიალეზი სჭირდება. ინფექციის მთავარი წყარო ცხოველი, გავრცელების გზები კი დაუმუშავებელი საკვებია. დაკვირვება აჩვენებს, რომ ინფექცია ძირითადად საზღვაო კურორტებზეა გავრცელებული.