ვირუსული ინფექციის შემთხვევები გორში

ქალაქ გორში ბავშვების მასობრივი ინტოქსიკაცია ვირუსული ინფექციის შედეგია.

კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ფაქტი ვირუსოლოგიური კვლევის შედეგებმა დაადასტურა. მისივე ინფორმაციით საუბარია ნაწლავურ ვირუსულ ინფექციაზე, რომელიც ძირითადად წლის ცივი პერიოდისთვის არის დამახასიათებელი და ორ-სამ დღეს გრძელდება.

შეგახსენებთ, გორში ბოლო სამი დღის განმავლობაში სამედიცინო ცენტრ „იავნანაში“ ინტოქსიკაციის სიმპტომებით ათეულობით ბავშვი შეიყვანეს.

დატოვე კომენტარი