ახალი კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი მსოფლიოში

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი სამ მილიონს უახლოვდება.  გარდაცვლილთა რაოდენობამ  კი 200 ათასს გადააჭარბა.  დაღუპულია სულ 203 307 ადამიანი. ამ დროისათვის ვირუსისგან განკურნება 837 ათასზე მეტმა პაციენტმა შეძლო.  ყველაზე რთული ვითარება შეერთებულ შტატებშია, სადაც ვირუსით ინფიცირებულთა ოდენობა მილიონს აღწევს. აშშ-ში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 933 851-ს მიაღწია.  გასული 24 საათის განმავლობაში, ვირუსს ქვეყნის მასშტაბით 1 658 ადამიანი ემსხვერპლა, რითაც  მსხვერპლის  რიცხვი  53 851-მდე გაიზარდა.  გამოვლენილია  ინფიცირების 28 600-ზე მეტი  ახალი შემთხვევა. მათ შორის 10 ათასი  მხოლოდ ნიუ იორკშია.