ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის პროგნოზი

საქართველოში საწვავის ფასის გაძვირებას არ ელოდება ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე. ვახტანგ იობაშვილის განცხადებით, საქართველოში ფასები საერთაშორისო ბაზარზეა დამოკიდებული. მისი განმარტებით, მსოფლიო ბაზარზე ჯერ-ჯერობით ფასებთან დაკავშირებით სტაბილურობა შეინიშნება. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ასევე აცხადებს, რომ საქართველო საწვავის დეფიციტის საფრთხის წინაშე არ დგას.