საჩხერის თეატრის დასმა სპექტაკლი „ნატვრის ხე“ წარმოადგინა, რომელსაც კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. სპექტაკლის პრემიერა გასული წლის ივნისში გაიმართა ფესტივალზე „თეატრალური იმერეთი“ და ნომინაცია – „საუკეთესო სცენოგრაფია“ სწორედ ამ წარმოდგენამ მიიღო.
საჩხერის თეატრს კულტურის სამინისტროს დაფინანსებით შეძენილი ახალი სასცენო განათება აქვს, უწყება არაერთ პროექტს ახორციელებს, რომლითაც ხელს უწყობს კულტურის სახლებში არსებულ თეატრალურ დასებს, მათ შორის სამოყვარულო და სახალხო დასებისა და კერძო თეატრებისთვის კულტურის სამინისტრომ სიღნაღის მუნიციპალიტეტთან ერთად, „სიღნაღის თეატრალური ფესტივალი“ დააფუძნა.