ნატოს სამიტი ვილნიუსში - უკრაინის საკითხი

ნატოს მისამართით საკმაოდ მკაცრი განცხადებების შემდეგ ზელენსკი ვილნიუსში ჩავიდა.

უკრაინის პრეზიდენტი ორგანიზაციაში მისი ქვეყნის მომავალთან დაკავშირებული გზავნილებით და ფორმულირებებით უკმაყოფილოა და ალიანსს გაუბედაობაზე მიუთითებს. მაშინ, როცა კიევი ვილნიუსის სამიტისგან ნატოში გაწევრიანების მიწვევას ელოდა, წევრ ქვეყნებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა, რის გამოც კომუნიკეს საბოლოო შინაარსზე ბოლო წუთამდე ვერ თანხმდებოდნენ. სტოლტენბერგის გზავნილია, რომ უკრაინა დახმარების სამ ელემენტიან პაკეტს მიიღებს, რომელიც პოლიტიკური მხარდაჭერის გაზრდას და ალიანსში უკრაინის მაპის გარეშე მიღებას გულისხმობს. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები ომში მყოფი უკრაინისთვის მკაფიო რუკის შეთავაზებას ემხრობიან, სკეპტიკოსი ქვეყნები კი ომის დასრულებამდე გაწევრიანების თემაზე საუბარს ნაადრევად მიიჩნევენ. ფაქტია, რომ ვილნიუსის სამიტზე უკრაინის ნატოში გაწევრიანების კონკრეტული ვადები არ დასახელდა.