„ნათლობა იორდანეში“ ვენეციის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზე

ბანქოს მოთამაშე ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც თავს თაღლითობით ირჩენს – ქართველმა რეჟისორმა ბავშვობაში მამის მიერ ნაამბობი ისტორიის ეკრანიზაცია გადაწყვიტა.

მიხეილ კვირიკაძემ ჩანაფიქრი განახორციელა და ახლა რეჟისორის სადებიუტო ნამუშევარი პირველი წარმატების მოლოდინშია.

„ნათლობა იორდანეში“ – ასე ჰქვია მოკლემეტრაჟიან კინოსურათს, რომელიც ვენეციის კონკურსზე იქნება წარმოდგენილი. ახალგაზრდა ქართველი რეჟისორის ნამუშევარს „ვენეცია შორთსის“ ჟიური 4 ივნისს შეაფასებს.