ნარკოპოლიტიკის რეფორმა საქართველოში

ნარკოპოლიტიკის რეფორმა საქართველოში – თემაზე კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა. კანონპროექტის ავტორებმა და ინიციატორებმა მესამე სექტორის წარმომადგენლებს ცვლილებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. ავტორების განცხადებით, რეფორმის მიზანი სადამსჯელო მიდგომიდან მკურნალობასა და პრევენციაზე გადასვლაა. ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის მიერ მომზადებული კანონპროექტის ინიციატორი პარლამენტში უმრავლესობის 5 დეპუტატია, თუმცა ის აზრთა სხვადასხვაობას თავად მმართველ გუნდშიც იწვევს. საკომიტეტო განხილვები, სავარაუდოდ მომავალი კვირიდან დაიწყება, შემდეგ ცვლილებათა პაკეტი უკვე პლენარულ სხდომაზე გავა და გაირკვევა, მიიღებს თუ არა ის უმრავლესობის მხარდაჭერას.