ნარკოპოლიტიკის რეფორმა საქართველოში

19:26, 08.11.2017

ნარკოპოლიტიკის რეფორმა საქართველოში – თემაზე კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა. კანონპროექტის ავტორებმა და ინიციატორებმა მესამე სექტორის წარმომადგენლებს ცვლილებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. ავტორების განცხადებით, რეფორმის მიზანი სადამსჯელო მიდგომიდან მკურნალობასა და პრევენციაზე გადასვლაა. ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის მიერ მომზადებული კანონპროექტის ინიციატორი პარლამენტში უმრავლესობის 5 დეპუტატია, თუმცა ის აზრთა სხვადასხვაობას თავად მმართველ გუნდშიც იწვევს. საკომიტეტო განხილვები, სავარაუდოდ მომავალი კვირიდან დაიწყება, შემდეგ ცვლილებათა პაკეტი უკვე პლენარულ სხდომაზე გავა და გაირკვევა, მიიღებს თუ არა ის უმრავლესობის მხარდაჭერას.

მსგავსი

ნარკოპოლიტიკის რეფორმა საქართველოში

19:42, 07.11.2017

ნარკოპოლიტიკის რეფორმა საქართველოში – საკითხზე ჯანდაცვის კომიტეტის ორგანიზებულ შეხვედრაზე მსჯელობენ. ქართველ კანონმდებლებს საკუთარ გამოცდილებას იმ ქვეყნების წარმომადგენლები უზაირებენ, სადაც ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის პროცესი უკვე წარმატებით განხორციელდა. პორტუგალიიდან და კანადიდან ჩამოსული ექსპერტების განცხადებით, მათ ქვეყნებში კანონპროექტის მიღებამ კრიმინალის დონისა და ნარკომომხმარებლების რაოდენობის შემცირებას შეუწყო ხელი. მსჯელობა მიდის იმაზეც, თუ ჯანდაცვის რა სერვისების შემოღებაა აუცილებელი ამ პროცესში. ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის მიერ მომზადებული კანონპროექტის ინიციატორი პარლამენტში უმრავლესობის 5 დეპუტატია, თუმცა ცვლილებათა პაკეტს აზრთა სხვადასხვაობა თავად უმრავლესობაშიც მოყვა. ინიციატივა ყველა ტიპის, მათ შორის ე.წ. მძიმე ნარკოტიკებზეც, მოხმარებაზე და მცირე რაოდენობით შენახვაზე პატიმრობის გაუქმებას ითვალისწინებს.

მსგავსი