მმართველ გუნდში კონსულტაციები დაიწყო.
საპარლამენტო უმრავლესობა ნარკოპოლიტიკის სადავო რეფორმაზე პოზიციების შეჯერებას ხვალინდელ გაფართოებულ შეხვედრაზე შეეცდება.
დეპუტატები ამბობენ, რომ კონსენსუსის მიღწევის შანსი არსებობს. უმრავლესობის წევრები, ძირითადად, ორ საკითხზე ვერ თანხმდებიან – ეს არის დოზები და ყველა ტიპის ნარკოტიკის მოხმარების დეკრიმინალიზაცია.
ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის მიერ მომზადებული და თვეების წინ შეჩერებული კანონპროექტის გარშემო შეთანხმების მისაღწევად დეპუტატებს დრო 7 ივნისამდე აქვთ.