მსჯელობა ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე - სამუშაო ჯგუფის წევრები პროცესში ჯანდაცვის სამინისტროს ჩართვას ითხოვენ

ბოლო დღეების განმვალობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა, სავარაუდოდ, დღეს ან ხვალ გაიმართება. სწორედ ამ შეკრების ფარგლებში იმსჯელებენ მხარეები ნარკოპოლიტიკის შესახებ. ჯგუფის წევრები პროცესში ჯანდაცვის სამინისტროს ჩართვას ითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ პირველი სამუშაო შეხვედრა შინაგან საქმეთა სამინისტროში გუშინ საღამოს რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. უწყების დატოვების შემდეგ “თეთრი ხმაურის” წევრებმა განაცხადეს, რომ პირველი შეხვედრა მათთვის უშედეგოდ დასრულდა.