ნარკოტიკების კონტროლის მექანიზმები

ნარკოპოლიტიკის სადავო რეფორმის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ უმკაცრესი ბრძოლაა. სტატისტიკის მიხედვით, ქართულ ბაზარზე ნარკოტიკული საშუალებები მეზობელი ქვეყნებიდან ხვდება.

საქართველოზე გადის აზიიდან ევროპაში ნარკოტრაფიკის ერთ-ერთი მარშრუტიც, რაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებშიც აისახა.

ხელისუფლება ნარკოდანაშაულთან ბრძოლის კიდევ უფრო გამკაცრებას აანონსებს. პორტები, საბაჟო-გამშვები პუნქტები, აეროპორტები – სანდრო ჯუფალაკიანმა გაარკვია, რა ტექნოლოგიებით ეძებენ და პოულობენ საქართველოს საზღვრებზე ნარკოტიკულ საშუალებებს.