თემა, რომელიც ბოლო თვეებია, პარლამენტში უთანხმოების ერთ-ერთი მთავარი საკითხია, პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში ხვდება. ილია მეორე ისეთი ნარკოპოლიტიკის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს, რომელიც ახალგაზრდებს დაიცავს. თუმცა საკანონმდებლო ორგანოში ინიცირებული კანონპროექტის ავტორები და განხილვაში ჩართული მხარეები ვერ თანხმდებიან, იქნება თუ არა დამცავი მექანიზმი ყველა ტიპის ნარკოტიკური საშუალების მოხმარების დეკრიმინალიზაცია, თუ ცვლილება მხოლოდ მსუბუქ ნარკოტიკებს უნდა შეეხოს.
სანამ კანონმდებლები, ნარკოლოგები და უფლებადამცველები დავის პროცესში არიან, შინაგან საქმეთა სამინისტრო ტრადიციული ნარკოტიკული საშალებების სინთეზური ანალოგების გამოყენების მძიმე სტატისტიკაზე საუბრობს.