სიონის საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგია ჩატარდა

სიონის საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგია ჩატარდა. ტრადიციულად, ლიტურგიის წინ მრევლს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლე გააცნეს. ილია მეორეს საშობაო ეპისტოლე მორწმუნეებს არქიდიაკონმა დემეტრემ წაუკითხა.

საშობაო ლიტურგიას, წმინდა სინოდის წევრებთან და მღვდელმთავრებთან ერთად, თავად პატრიარქიც დაესწრო. სადღესასწაულო წირვის შემდეგ, სიონის საკათედრო ტაძარში შეკრებილებს ილია მეორემ ქადაგებით მიმართა.