შს მინისტრის მოადგილის განცხადება

ნარკოპოლიტიკის საკითხზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გაკეთებული განცხადება გაუგებარია მოძრაობა თეთრი ხმაურისთვის. დავით სუბელიანის განცხადებით, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის კანონპროექტი ქვეყანაში არსებული ვითარების შესაბამისად შემუშავდა და მასში ყველა აუცილებელი მიმართულება არის ასახული. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე აცხადებს რომ სამინისტრო მიესალმება ეფექტიან ნარკოპოლიტიკას, თუმცა ეს არის კომპლექსური საკითხი რომელიც ასევე კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს.