საკანონმდებლო რეფორმამ, რომელსაც პარლამენტში მეექვსე თვეა განიხილავენ, ქვეყანაში მოქმედი მკაცრი ნარკოპოლიტიკა მკვეთრად უნდა შეარბილოს. რეფორმის მთავარი სიახლე ის არის, რომ ნარკოტიკების მოხმარებისთვის ადამიანები ციხეში აღარ ჩასხდებიან. ნარკოტიკის გავრცელება, გასაღება და ქვეყანაში შემოტანა კი მაქსიმუმ 15-წლიანი პატიმრობით დაისჯება. რეფორმას მესამე სექტორის მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს. პარლამენტში კი ამ საკითხზე ჯერ ისევ აზრთა სხვადასხვაობაა, რის გამოც საკომიტეტო მოსმენები ამ დრომდე არ დაწყებულა. თუ კანონპროექტი არსებული სახით დამტკიცდება, მთავრობას ნარკოტიკებზე დამოკიდებული ადამიანების მკურნალობისთვის სოლიდური თანხის დახარჯვა მოუწევს.
რეფორმის დეტალებს ნათია ქენქაძე გაგვაცნობს.