ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია

ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე ამ წუთებში მესამე სექტრსა და დეპუტატებს შორის პარლამენტში დახურული სამუშაო შეხვედრა იმართება. კანონპროექტის ავტორები და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები კი რფორმის გარკვეულ მიმართულებებზე ამ დრომდე ვერ თანხმდებიან. სადაოა საქართველოში ხუთი ყველაზე მეტად გავრცელებული ნარკოტიკის მინიმალური ოდენობების განსაზღვრა. ესენია ჰეროინი, მეტადონი, ექსტაზი, ამფეტამინი და ბუპრენორფინი. კანონით ის ოდენობა უნდა განისაზღვროს, რომლის ფლობის შემთხვევაშიც პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არ დაიწყება.

თემაზე ნათია ქენქაძის ვრცელ სიუჟეტს „მოამბის“ მთავარ გამოშვებაში 21 საათზე ნახავთ.