ნარკოპოლიტიკა - მხარეთა პოზიციები პარლამენტში

ნარკოპოლიტიკის რეფორმა დეპუტატებს შორის იმდენად სადავოა, რომ დოკუმენტს ჩავარდნის საფრთხე ემურება. მმართველ გუნდში პოზიციები ორად არის გაყოფილი. უთანხმოების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი საკანონმდებლო პაკეტის ის ნაწილია, რომელიც ნარკომომხმარებლებისთვის საპატიმრო სასჯელის გაუქმებას გულისხმობს. დოკუმენტის განსახილველად დღეს პარლამენტში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელიც მედიისთვის დახურული იყო.

მოახერხებს თუ არა საპარლამენტო უმრავლესობა კონსენსუსის მიღწევას – გურამ როგავა დეტალებით.