ნარკოდანაშაული

სასაზღვრო გამშვებ პუნქტებსა და აეროპორტში ნარკოტიკების შემოტანის ფაქტები აღკვეთა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

საუბარია 3 შემთხვევაზე და დაკავებულია ასევე 3 ადამინი. ნივთმტკიცებად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი. სამართალდამცველებმა 2000 წელს დადაბედბილი მამაკაცის ჩხრეკისას, 2 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც 720 გრამ ჰეროინს შეიცავს. 1992 წელს დაბადებული ირანის მოქალაქეს, 200 გრამი ჰეროინი აღმოაჩნდა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, 1991 წელს დაბადებულ ახალგაზრდას კი, – ნარკოტიკული საშუალების 101 აბი, დიდი ოდენობით ბუპრენორფინის და კოკაინის შემცველი ნარკოტიკები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს ქვეყანაში ნარკოტიკების უკანონოდ შემოტანის და გავრცელების წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლას.