ქართველი ოპერატორის საერთაშორისო აღიარება. ოპერატორი, რომელმაც ფილმი „ნამე“ გადაიღო, თებერვალში ამერიკის კინემატოგრაფისტთა საზოგადოების მთავარი პრიზის მოსაპოვებლად იბრძოლებს. წლის აღმოჩენის სექციაში გიორგი შველიძეს ორი კონკურენტი ეყოლება.
რეჟისორ ზაზა ხალვაშის „ნამე“ აჭარის მაღალმთიან სოფელში გადაღებული მისტიკური მხატვრული ფილმია. მართალია, ის „ოსკარის“ წლევანდელი უცხოენოვანი საუკეთესო ფილმების სიაში ვერ მოხვდა და ბრძოლას გამოეთიშა, თუმცა არაერთ ფესტივალზე გამარჯვების შემდეგ, ამჯერად ყურადღების ცენტრში ფილმის ოპერატორი მოექცა.
ახალგაზრდა კინოპერატორს ლიზა ციციშვილი შეხვდა.