რიონის ხეობის დამცველების უწყვეტი პროტესტი გრძელდება. „გუმათჰესთან“ კარვები კვლავ გაშლილია. მცირე ინციდენტი მოხდა დღეს დილით კომპანია „ენკას“ სამეურნეო ბაზასთან. პოლიციამ ძალის გამოყენებით ადგილზე მყოფი მოქალაქეები ბაზის შესასვლელიდან გაიყვანა. ცნობილია, რომ პროტესტი ადგილზე დამატებითი საპოლიციო ძალების მობილიზების მიუხედავად გაგრძელდება.
რიონის ხეობის დამცველთა ლიდერებს რუსუდან ლოლაძე ესაუბრა.