იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა 54-ე საზოგადოებრივი ცენტრი ამჯერად თელავის მუნიციპალიტეტის ორი სოფლის – ნაფარეულისა და სანიორის საზღვარზე გახსნა.
თანამედროვე სტანდარტების შენობა უახლესი ტექნიკით არის აღჭურვილი. მოეწყო ბიბლიოთეკა, სადაც ელექტრონულ წიგნებთან ერთად ბეჭდური გამოცემებიც იქნება დაცული. საზოგადოებრივ ცენტრში ათამდე ადგილობრივი დასაქმდა, რომელიც 10 ათასამდე მომხმარებელს უწყვეტი რეჟიმით მოემსახურება.