სკოლის ყოფილმა დირექტორებმა და პედაგოგებმა განათლების სამინისტროსთან აქცია გამართეს. ისინი განათლების მინისტრთან შეხვედრას ითხოვდნენ. აქციაზე შეკრებილები აცხადებენ, რომ ისინი სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს.
აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც იმყოფებოდნენ. მათი თქმით, მასწავლებლების უკანონო მოსმენები ხორციელდება.