„ნაციონალური მოძრაობა“ უკრაინაში ჩასვლას გეგმავს

24 თებერვალს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დელეგაცია უკრაინული მხარის მიწვევით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების წლისთავისადმი მიძღვნილ რადას საგანგებო სხდომას დაესწრება. ამის შესახებ პარტიის წევრებმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. მათი ინფორმაციით, უკრაინაში ანა წითლიძე, დავით ხაჯიშვილი და გია ბარამიძე გაემგზავრებიან. პარტიის წევრები ვიზიტის ფარგლებში უკრაინის რადაში დაგეგმილ ყველა ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას. გარდა ამისა, ანა წითლიძის თქმით, შეხვედრებისას საუბარი იქნება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მისი გადარჩენის გზებზე.