“ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ” - მსჯელობა სამშვიდობო ინიციატივის პრაქტიკულ ნაწილზე
სამშვიდობო ინიციატივის პრაქტიკულ ნაწილზე სახელმწიფო კომისიამ მთავრობის ადმინისტრაციაში იმსჯელა. ქეთევან ციხელაშვილმა, სამინისტროების წარმომადგენლებთან ერთად, ცვლილებათა პაკეტის იმპლემენტაციის გზები განიხილა. თუ როდის დაიწყება პროექტის “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ”განხორციელება – ვადების დასახელება ჯერ ჭირს, რადგან მინისტრის განცხადებით, ტემპები საპარლამენტო განხილვაზე იქნება დამოკიდებული, მისივე ინფორმაციით, საკომიტეტო მოსმენების გრაფიკი პარლამენტში უახლოეს ბიუროს სხდომაზე განისაზღვრება.
სამშვიდობო ინიციატივის პროექტი ინფრასტრუქტურას, ფინანსებსა და სხვა მნიშვნელოვან კომპონენტებს გულისხმობს, ციხელაშვილის თქმით, დოკუმენტზე მუშაობისას ინტერესები უკვე გამოიკვეთა, შესაბამისად, ის კიდევ ერთხელ მოუწოდებს დაინტერესებულ პირებს, კარგად გაიაზრონ ის სიკეთეები, რასაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას ცენტრალური ხელისუფლება სთავაზობს.