2015 წელს ევროპის ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის წარმატებული მასპინძლობის შემდეგ, საქართველო ზამთრის ოლიმპიური ფესტივალის ჩასატარებლად ემზადება.
მასშტაბური ღონისძიება 2025 წლის თებერვალში გაიმართება და ჩვენს ქვეყანას ევროპის ქვეყნებიდან ასობით სპორტსმენი ეწვევა. თბილისსა და ბაკურიანში შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ბაკურიანი 2025-ის სრულყოფილად ჩატარების მიზნით შექმნილია სამთავრობო კომისია, რომელსაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს.