ხორავას ქუჩის საქმის გამო დაწყებული საპროტესტო გამოსვლები კვირას დაგეგმილი აქციით გაგრძელდება. თუმცა ამჯერად მას უკვე პოლიტიკური პარტიები გაუწევენ ორგანიზებას.
მთავრობის გადადგომის მოთხოვნით 10 ივნისს პარლამენტთან მისვლას ათამდე ოპოზიციური ძალა გეგმავს, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა, „ლეიბორისტების” ოფისში კონსულტაციებს მართავენ.
აქციაზე ისევ იდგება ზვიად კუპრავა, რომელიც კიევის გავლით საქართველოში რამდენიმე საათის წინ ჩამოფრინდა.