გაერთიანებული სამეფოს პრინცი ჰარისა დ მეგან მარკლის ქორწილამდე ერთ დღეზე ნაკლები დრო დარჩა.
დიდი ბრიტანეთი სამეფო ქორწილისთვის ემზადება. უინძორში უკვე გაიმართა ბოლო რეპეტიციები, საქორწინო ტორტი გამომცხვარია, ქალაქში ჩასულ ტურისტებს კი ქორწილის პროცესიის სანახავად სასახლის მიმდებარედ საუკეთესო ადგილები უკვე დაკავებული აქვთ. ვარაუდობენ, რომ ტურიზმიდან შემოსავალი 500 მილიონ დოლარს გადააჭარბებს.
როგორია სამზადისი სამეფო ქორწილისთვის – ნახეთ ქეთი ჩოხელის რეპორტაჟში.