მზადება საერთაშორისო ფრენების აღდგენისთვის

ქვეყანაში საერთაშორისო ფრენების აღდგენისთვის ემზადებიან. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში მუშავდება კრიტერიუმები, რომლის  მიხედვითაც  შეირჩევა უსაფრთხო ქვეყნები და მიმართულებები. აღნიშნული კრიტერიუმები რამდენიმე დღეში გახდება საჯარო.

ივნისში, ამსტერდამის, ვენისა და თელ-ავივის მიმართულებით რამდენიმე ჩარტერული რეისიც დაიგეგმა, თუმცა, მათი  განხორციელება მგზავრების რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული.