ოპოზიციის მოთხოვნა

ევროპაში პრემიერის მგზავრობაზე ოფიციალური დოკუმენტაციის გასაჯაროებას ითხოვს საპარლამენტო ოპოზიცია. დეპუტატების ნაწილი პრემიერ-მინისტრის იმპიჩმენტის პროცედურის დასაწყებად ემზადება. სალომე სამადაშვილის განცხადებით, თუ მთავრობის მეთაურმა ევროპის მიმართულებით ჩარტერული რეისის შესრულების ხარჯი თავად გადაიხადა, აუცილებლად უნდა გასაჯაროვდეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტები. გიორგი ვაშაძის განმარტებით, ნებისმიერ შემთხვევაში, საქმე უკავშირდება კორუფციას, რადგან პრემიერის შემოსავალი ვერ უზრუნველყოფდა აღნიშნულ ჩარტერს. საქმე ეხება მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, პრემიერ-მინისტრმა სამთავრობო თვითმფრინავი პირადი მიზნისთვის გამოიყენა.