ორი დღე რჩება საბავშვო ევროვიზიამდე.
24 ნოემბერს, პოლონეთის ქალაქ გლივიცაში ქართველი კონკურსანტი, გიორგი როსტიაშვილი სიმღერით, „ვი ნიდ ლავ“ წარდგება.
„რანინას“ მეორე სეზონის გამარჯვებულს საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსზე 18 კონკურენტი ჰყავს. ხმის მიცემა ევროვიზიის ვებ-გვერდზე დღეიდან იწყება. ჩვენ ყველას შეგვიძლია, გიორგი როსტიაშვილს გამარჯვებაში დავეხმაროთ.